28.4.12
როგორ დავწერეთ პროექტი
2011 წლის დეკემბერში CTC-ის პროექტის
«ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების
ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით'' ფარგლებში გამოცხადდა
ზემო სვანეთის ახალაგაზრდებისთვის მიკრო გრანტების კონკურსი. ჩვენი სკოლის დირექტორს
ქალბატონ ნატო გვარლიანს გრანტების კონკურსის შესახებ გააცნო CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალაგზრდული კომპონენტის კორდინატორმა ია გურჩიანმა.
ამის შემდეგ ჩვენი სკოლის დირექტორი გაგვესაუბრა და აგვიხსნა კონკურსის პირობები, შევქმენით
5 წევრიანი გუნდი და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გამოთქვა
აზრი, რომ პროექტი დაგვეწერა ,,მიხეილ ხერგიანის'' მივიწყებული ცხოვრების შესახებ.
ყველას მოეწონა ეს აზრი, დავიწყეთ პროექტის შედგენა და 2 თებერვალს წარვადგინეთ პროექტი.