პროექტი


       პროექტი: ,,გზა მწვერვალებისკენ

 პრობლემა, რომელსა უკავშირდება პროექტი

მესტიის რაიონში დგას იმის პრობლემა, რომ ხალხმა არ იცის ყველა დროის საუკეთესო მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის შესახებ, ელემენტარული ინფორმაცია არ გააჩნიათ. მაგალითად ახალგაზრდებმა არ იციან სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა, არ იციან როგორ ცხოვრობდა, რა მიღწევები ჰქონდა? დიდი ხანია არ ჩატარებულა ღონისძიება ამ თემის შესახებ მესტიის სკოლებში.

ეს პროებლემა ეხება ძირითადად მესტიის სკოლის მოსწავლეებ  და მესტიის  ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილ.

ჩვენ გახლავართ ამ დიდი ადამიანის სახელობის სკოლის მოსწავლეები.


პროექტის მიზანი

ჩვენი მიზანი არის მესტიის სკოლის მოსწავლეებს გავაცნოთ მიხეილ ხერგიანის ცხოვრება და მიღწევები. გვინდა ჩავატაროთ ღონისძიება, რომელიც შემდგომში ყოველწლიურად ჩატარდება. ეს შეახსენებს ახალგაზრდობას მიხეილ ხერგიანს და მათ ჯანსაღი ცხოვრების შესახებ მოუწოდებს.

 დაგეგმილი საქმიანობები

პროექტის მიზნის მისაღწევად ვაპირებთ შემდეგი საქმიანობების განხორციელებას.

1.ბიოგრაფიული და მხატვრული მასალების მოძიება არსებული ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან, ასევე მისი ნაცნობებისაგან ცოცხალი ისტორიების მოსმენა და შეჯამება.დოკუმენტის სახით დაბეჭდვა
2.ბიოგრაფიული და მხატვრული მასალების მოძიება არსებული ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან, ასევე მისი ნაცნობებისაგან ცოცხალი ისტორიების მოსმენა და შეჯამება.დოკუმენტის სახით დაბეჭდვა
3.მიხეილ ხერგიანის კუთხის მოწყობა სკოლაში.
4.ხელოვნურ კედელზე ცოცვაში შეჯიბრის ჩატარება სკოლის მანეჟში. და გამარჯვებულებისთვის სიგელების გადაცემა. (3 სკოლიდან 5-5 მონაწილე, სულ 15 მონაწილე, 3 გამარჯვებული:პირველი, მეორე, მესამე ადგილი)