11.6.12

მიხეილ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2012 წლის 4 ივნისს CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით''მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი ''გზა მწვერვალებისკენ'' რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მიხეილ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მესტიის #2 საჯარო სკოლაში.
ღონისძიების მიზანი იყო მესტიის სკოლის მოსწავლეებს და არა მხოლოდ მათ გაეცნოთ მიხეილ ხერგიანის ცხოვრება და მიღწევები.
მიხეილ ხერგიანის საღამო მოიცავდა სხვადასხვა ღონისძიებებს ნახატების გამოფენას მიხეილის თემაზე, ხერგიანის კუთხის გახსნას, ბიოგრაფიის წაკითხვას ვიქტორინის ჩატარებას მიხეილის თემაზე, სკოლის მანეჟში შეჯიბრის მოწყობას ცოცვაში.
ჩატარდა შეჯიბრი ცოცვაში სადაც გამოვლინდა 4 გამარჯვებული რომელთაც გადაეცათ სიგელები.პირველი ადგილი დაიკავა ლაშა ხერგიანმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მესტიის ქრისტიანულ და საერო კულტურის ცენტრის მოცეკვავეებმა.მესტიის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს მიხეილზე ლექსები.
ამ ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ მიხეილის ახლო მეგობრები რომელთაც საინტერესოდ ისაუბრეს მიხეილის ცხოვრებაზე.ასევე მოწვეული იყო განათლების რესურს ცენტრის უფროსი ქალბატონი დარეჯან ნიგურიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მრავალი ვეტერანი ალპინისტი.













15.5.12

გამოფენისთვის მზადება

მიხეილ ხერგიანის საღამოს ერთერთი შემადგენელი ღონისძიება არის  ნახატების გამოფენის მოწყობა.
პროექტის ,,გზა მწვერვალებისკენ „ გუნდმა  პროექტის ფარგლებში შევიძიენეთ საჭირო საკანცელარიო ნივთები : ა 4 ფორმატის ქაღალდი და ფერადი ფანქრები. რომლებიც დავარიგეთ სკოლაში და მოსწავლეებს ვთხოვეთ დაეხატათ ნახატები კლდის ვეფხვის თემაზე.
ახალგაზრდები წარმოგვიდგენენ  საკუთარ ნახატებს უახლოეს პერიოდში.

მზადება მიხეილ ხერგიანის საღამოსთვის

მიხეილ ხერგიანის საღამოს  ჩასატარებლად პროექტის ,,გზა მწვერვალებისკენ „  გუნდმა ამავე სკოლის მოსწავლეების დახმარებით შევასრულეთ შემდეგი საქმიანობები: მოვიძიეთ მხატვრული და ბიოგრაფიული მასალები მიხეილ ხერგიანის შესახებ , არსებული ლიტერტატურიდან და ინტერნეტიდან. შევაგროვეთ ცოცხალი ისტორიები და ჩავიწერეთ ინტერვიუ მიხეილის დასთან , რაც ძალიან საინტერესო იყო , მივიღეთ ინფორმაცია ამ დიდი ადამიანის ცხოვრების შესახებ
შევადგინეთ ვიქტორინის კითხვები, რომელსაც დავსვამთ საღამოს მიმდინარეობის დროს.

3.5.12

პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო

ამ ეტაპზე პროექტის ,,გზა მწვერვალებისკენ " განხორციელება დაწყებულია. გაფორმდა ხელშეკრულება და მოხდა პროექტის დაფინანსება .
პროექტი ,,გზა  მწვერვალებისკენ " გულისხმობს მიხეილ ხერგიანის საღამოს მოწყობას მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის N2 საჯარო სკოლაში. რაც სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს : ნახატების გამოფენას, ხერგიანის კუთხის გახსნას , ვიქტორინის ჩატარებას მიხეილ ხერგიანის თემაზე, სკოლის მანეჟში შეჯიბრის მოწყობას და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალს.
ამ ეტაპზე დაწყებულია  მოსამზადებელი სამუშაოები მიხეილის  საღამოს ჩასატარებლად.

28.4.12

ტრენინგი ბლოგის შექმნაში

27-28 აპრილს ჩატარდა ტრენინგი ბლოგის  შექმნაში. ტრენინგს ესწრებოდნენ პროექტ  ,,გზა მწვერვალებისკენ " გუნდის წარმომადგენლები. ტრენინგი განხორციელდა  CTC-ის პროექტის "ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" ფარგლებში. ტრენინგზე ვისწავლეთ ბლოგის დარეგისტრირება და მართვა და შევქმენით პროექტის საიტი, რომელზეც პერიოდულად დავდებთ ინფრომაციებს ჩვენი პროექტის საქმიანობების შესახებ.


პროექტის გამარჯვება

2-3 მარტს დაგვიბარეს CTC-ის მესტიის ოფისში და შეგვატყობინეს ჩვენი პროექტის გამარჯვების შესახებ. პროექტის ასისტენტმა და ახალგაზრდული კომპონენტის კოორდინატორმა გაგვაცნეს ჟიურის შენიშვნები და აგვიხსნეს თუ რაში მდგომარეობდა ჩვენი  შეცდომები და ჩავასწორეთ პროექტი. ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება და დავიწყეთ პროექტის განხორციელება.

როგორ დავწერეთ პროექტი

2011 წლის დეკემბერში CTC-ის პროექტის «ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით'' ფარგლებში გამოცხადდა ზემო სვანეთის ახალაგაზრდებისთვის მიკრო გრანტების კონკურსი. ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ ნატო გვარლიანს გრანტების კონკურსის  შესახებ გააცნო CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალაგზრდული კომპონენტის კორდინატორმა ია გურჩიანმა. ამის შემდეგ ჩვენი სკოლის დირექტორი გაგვესაუბრა და აგვიხსნა კონკურსის პირობები, შევქმენით 5 წევრიანი გუნდი და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გამოთქვა აზრი, რომ პროექტი დაგვეწერა ,,მიხეილ ხერგიანის''  მივიწყებული ცხოვრების შესახებ. ყველას მოეწონა ეს აზრი, დავიწყეთ პროექტის შედგენა და 2 თებერვალს წარვადგინეთ პროექტი.